საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 17/06/2024 - 20/06/2024

პოზიციის დასახელება  -  სივრცის კონსულტანტი თბილისის ვარკეთილის იუსტიციის სახლში

კონკურსის ტიპი   -  ღია კონკურსი

ორგანიზაცია    -  სსიპ - იუსტიციის სახლი

კატეგორია   -  მომსახურება

განცხადების ბოლო ვადა  -  20.06.2024

თანამდებობრივი სარგო:  864 ლარი

ადგილების რაოდენობა   -  2

სამსახურის ადგილმდებარეობა   -  თბილისი

სამუშაოს ტიპი   -  სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა   -  6 თვე

 

ფუნქციები

• ტერიტორიულ ორგანოში მოსულ მომხმარებელთა მოძრაობის ტრაექტორიის დარეგულირება მომსახურების სივრცეებში, მათთვის პირველადი კონსულტაციის გაწევა, საჭიროების შემთხვევაში მომსახურების მიწოდებისათვის აუცილებელი ფორმების გაცემა და შევსების პროცესში დახმარება;

• მომხმარებელთა საჭიროებების განსაზღვრა, რიგის მართვის სისტემის საშუალებით ბილეთის ამობეჭდვა და შესაბამის სივრცეში გადამისამართება;

• მოქალაქეთა დახმარება ფოტო-ჯიხურით სარგებლობის პროცესში;

• საბავშვო და საინფორმაციო სივრცეებში წესრიგის უზრუნველყოფაზე ზრუნვა;

• საჭიროების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის მითითებით, დამზადებული დოკუმენტების უფლებამოსილ პირებზე გადაცემა, ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდის (მატერიალური ასლის) ხელმოწერითა და სსიპ "იუსტიციის სახლის" შტამპით დამოწმება;

• დადგენილი პროცედურის შესაბამისად, საშვთა ბიუროს ადმინისტრირება;

• ტერიტორიული ორგანოს მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხორციელება.

 

მოთხოვნები

მინიმალური განათლება  -  სტუდენტი

 

საკონკურსო თემატიკა

 

  • ზოგადი ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფციის, საქმიანობისა და სერვისების შესახებ;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულება“;
  • სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარის 2024 წლის 31 იანვრის №259/ს ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იუსტიციის სახლის მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტი“.

 

ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფციისა და სერვისების შესახებ, ასევე, საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.psh.gov.ge

 

საკონტაქტო ინფორმაცია

საკონკურსო კომისიის მისამართი  -  ქ.თბილისი, ზ. გამსახურდიას სანაპირო №1

საკონტაქტო ტელეფონები  599 68 80 40

საკონტაქტო პირი   მაკო მამადაშვილი

 

დამატებითი მოთხოვნები

• საბაკალავრო საფეხურის მე-3 ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია უმაღლესი აკადემიური განათლება სამართალმცოდნეობის განხრით);

• კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel) ცოდნა;

 

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

• გუნდური მუშაობა

• პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა

• შედეგზე ორიენტირება

• ეფექტური კომუნიკაციის უნარი

• მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება

 

დამატებითი ინფორმაცია

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა სავალდებულოა, განათლების ველში ატვირთოთ ცნობა უნივერსიტეტიდან ან განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. კონკურსის ფარგლებში მიღებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება იუსტიციის სამინისტროს სისტემის მასშტაბით.

 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა

 

• საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.

 

კონკურსის ეტაპები

განცხადების გადარჩევა

გასაუბრება