საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 06/06/2024 - 14/06/2024

“ეფეს საქართველო” (ლუდსახარში “ნატახტარი") Anadolu Efes-ის შვილობილი კომპანიაა.
Anadolu Efes მე-5 ადგილზეა მსოფლიოს უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიათა შორის.
“ეფეს საქართველო“ უკვე 15 წელია ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც ბაზრის ლიდერი.
“ეფეს საქართველო” (ლუდსახარში “ნატახტარი") აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:
პოზიცია: სტაჟიორი ბაზრის განვითარების დეპარტამენტში.
სტაჟირება არის ანაზღაურებადი და განკუთვნილია მხოლოდ სტუდენტებისთვის (სასურველია დამამთავრებელი კურსის).
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: 09:00 – 18:00
სტაჟირების პერიოდი: 1 ივლისი, 2024 – 1 ივლისი, 2025 (12 თვე)
ძირითადი მოვალეობები:
• ბრენდების ციფრული კომუნიკაციის გამართვა საექსპორტო ბაზრებზე;
• ბრენდის მომზადება საექსპორტო ბაზრებზე შესვლისთვის (შეფუთვა და კომუნიკაცია);
• ეტიკეტების ბაზის და ეტიკეტირების პროცესის გამართვა;
• ბრენდის სტრატეგიების დასახვასა და მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებაში მონაწილეობა;
• ბაზრის ანალიზი და არსებული კონკურენტების აქტივობების მონიტორინგი;
• ყოველთვიური ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადება;
• ფინანსური/ბუღალტრული და იურიდიული დოკუმენტაციის აღრიცხვა და თვის დახურვის ოპტიმიზაცია;
• სასაჩუქრე პროდუქციის გამოწერა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
• სხვადასხვა შემოთავაზების ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
• კომპანიაში არსებული სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან მიმდინარე პროექტების ფარგლებში
ეფექტური კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (B2 საფეხური);
• დეტალებზე ორიენტირებულობა;
• მიზანდასახულობა;
• რამდენიმე პროექტის ერთდროულად მართვის და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
• პრობლემის გადაჭრის უნარი;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.
რეზიუმეს (ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის) გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები დამუშავდება
ს.ს. „ლომისი’’-ს მიერ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე
გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მაქსიმუმ 6 თვის ვადით.
დეტალურად წესები და პირობები პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ს.ს. „ლომისი’’-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში,
რომელიც განთავსებულია ვებ-გვერზე: www.natakhtari.com
განგიმარტავთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გაცნობა, გასწორება,
განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, გადატანა. თითოეული უფლების განმარტება და შინაარსი ასევე მოცემულია ს.ს. „ლომისი’’-
ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში.
აღნიშნული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@ge.anadoluefes.com და eghr@ge.anadoluefes.com
ს.ს. „ლომისი’’ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი
მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის
მისამართზე: career@ge.anadoluefes.com
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 14 ივნისი.