საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კომპანია ,,ჯითექსი“ დაარსდა 2007 წელს და უკვე 15 წელია რაც ბაზარზე ოპერირებს. იგი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: KIABI, Penti,  Matalan, OVS, Terranova, Enza home, EnglishHome.

 

სამუშაო პირობები:

პოზიცია: ფინანსური ანალიტიკოსი

სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი, 2 დასვენების დღე

სამუშაო ადგილი: თბისილის, მუხრან მაჭავარიანის 4ბ

სამუშაო გრაფიკი:  09:00 – 18:00 სთ

სახელფასო რეინჯი: 1000 – 1500 ლარი (Net)

 

სამუშაო ფუნქცია-მოვალეობები

  • გაყიდვების დაგეგმვა კატეგორიებისა და ბრენდების მიხედვით და პროცესის წარმართვა მიმართულებებთან კოორდინაციაში
  • გაყიდვების მაჩვენებლების ანალიტიკა და რეპორტინგი
  • დაგეგმილი აქციების ფინანსური პროგნოზირება
  • განხორციელებული აქციების შედეგების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება
  • ბიუჯეტირებისა და დანახარჯთა კონტროლის პროცესის სრული მართვა
  • კომპანიის ფინანსური მომგებიანობის ანალიზი
  • კომპანიის განვითარების სხვადასხვა სცენარის დამუშავება
  • სხვადასხვა მიზნობრიობისა და საჭიროებების გათვალისწინებით რეპორტების მომზადება

 

რეპორტინგის უზრუნველყოფა

  • ბრენდთან დაკავშირებული სხვადასხვა რეპორტების წარმოება
  • ყოველდღიური და ყოველკვირეული რეპორტების წარმოება

 

ძირითადი სამუშაო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
  • ანალიტიკის ან რაპორტინგის წარმოების 1 წლამდე გამოცდილება
  • SQL ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესებოდ

 

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • სიზუსტე, ოპერატიულობა
  • ინიციატივიანობა
  • შედეგზე ორინტირებულობა

 

პროფესიული უნარები

  • MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა
  • MS Office პროგრამების ძალიან კარგად ცოდნა
  • მათემატიკური აზროვნება

 

ვაკანსიით დაინტერესებულებმა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  hr@gtex.ge  და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ,,ფინანსური ანალიტიკოსი”.

 

გისურვებთ წარმატებებს!