,,Loialte‘’ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული ბრენდია. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს აუდიტორულ და საკონსულტაციო სერვისებს https://www.loialte.com.ge/
,,Loialte‘’ პირველი ქართული ბრენდია მის სფეროში, რომელიც ფლობს ISO 9001:2015 (ხარისხის მართვის სისტემები) სერტიფიკატს, რაც ადასტურებს იმას, რომ „ლოიალტე“-ში დანერგილიახარისხის მართვის იმგვარი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო დონის და უმაღლესი ხარისხის მომსახურების მიწოდებას მომხმარებლისთვის.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
პოტენციური კლიენტების მოძიება და კომპანიის მომსახურებების შეთავაზება.
კლიენტების ბაზების ფორმირების, დამუშავებისა და ანალიზის პროცესში ჩართულობა.
პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო ზარების განხორციელება.
პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება.
პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობა და კომუნიკაცია.
პროდუქტების გაყიდვის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა.
ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა.
პიროვნული თვისებები:
ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა.
დეტალებზე ორიენტირებულობა.
გუნდური მუშაობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
სტაჟირების პერიოდი : 3 თვე.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი.
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი.
სამუშაო საათები: 10:00-19:00.
ადგილმდებარეობა: თბილისი , სააკაძის დაღმართი ,, ბიზნეს ცენტრი ატრიუმი ‘’. სტაჟირება: ანაზღაურებადი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: career@loialte.com.ge. სათაურის ველში მიუთითეთ „სტაჟირება გაყიდვების მიმართულებით “
წარმატებას გისურვებთ