შერჩევის ასისტენტის ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
- ტალანტების შერჩევის პროცესის ორგანიზება და მხარდაჭერა;
- ტალანტების მოზიდვის სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართულობა, დაგეგმვის პროცესში მხარდაჭერა;
- არსებულ და პოტენციურ კანდიდატებთან კომუნიკაცია;
- კანდიდატების მონაცემების დამუშავება და ვაკანტურ პოზიციასთან შესაბამისობის დადგენა;
- არსებული ბაზების დამუშავება და დახარისხება;
შერჩევის ასისტენტის სასურველი პროფაილი:
ვეძებთ ენერგიულ, კეთილგანწყობილ, ღია და უშუალო კანდიდატს, რომელიც ორიენტირებულია პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე.
• აქვს პერსონალის შერჩევის/ტალანტების მოზიდვის მიმართულებით მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭებათ მასობრივი პოზიციების შერჩევის პროცესში გამოცდილ კანდიდატებს;
• მოტივირებულია და აქვს მზაობა აქტიურად ჩაერთოს ტალანტების მოზიდვის, შერჩევის პროცესში
• შეუძლია რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულება და მართვა;
• აქვს კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი (როგორც წერითი, ასევე ვერბალური);
• აფასებს კონფიდენციალობის დაცვას.
გელოდებით, მოგვიყევი შენზე!
გამოხმაურებას ველოდებით 29 აპრილამდე. წარმატებები!
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული