საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

BDO არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 250-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 166 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

 

BDO-ს გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს. მუდმივ სწავლებასა და განვითარებას, როგორც უშუალოდ სამუშაო პროცესში, ასევე ბიდიო აკადემიის ტრენინგებით.

 

ადგილმდებარეობა  -  ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი

ვაკანსიის დასახელება ანაზღაურებადი სტაჟირება, ბიზნეს სერვისებისა და აუთსორსინგის მიმართულება

სამუშაო საათები   -  სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი, შესვენება 13:00 – 14:00

ხანგრძლივობა   -    6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში

 

ფუნქცია/მოვალეობები:

• ბუღალტრული გატარებების წარმოება ადგილობრივ პროგრამაში

• ინფორმაციის გადამოწმება/დადარება პირველად წყაროსთან

• სამუშაო ფაილების აწყობა/გადაწყობა/დადარება Excel - ის პროგრამაში

• სტაჟირების პროგრამით გათვალისწიებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა

• სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

 

მოთხოვნები:

• განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით - სასურველია ფინანსური აღრიცხვის ან ბუღალტერიის სპეციალობით (განიხილებიან მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებიც)

• ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)

• MS Office-ის პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა

• ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება

• გუნდურად მუშაობის უნარი

• ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი

 

აპლიკაციის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://bdo.peopleforce.io/careers/v/63983-/a/new განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 26.04.2024

 

ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც ვაკანსიის გამოქვეყნებისა და შერჩევის, ისე შრომითი ხელშეკრულების ეტაპზე. ჩვენ ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ თქვენც ემხრობით ნებისმიერი ნიშნით დისრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების აკრძალვას.