საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროგრამა ბალანსი მინი-ERP ტიპის პროგრამული გადაწყვეტილებაა ბიზნესის აღრიცხვისა და მართვისთვის და არის Cloud ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პირველი სააღრიცხვო პროგრამა საქართველოში. ბალანსი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უზრუნველყოფს საოპერაციო და საბუღალტრო აღრიცხვას ერთიან სისტემაში. პროგრამა დაწერილია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროგრამული პლატფორმის - 1C-ის ბაზაზე.

 

ბალანსის გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს, მუდმივ სწავლებასა და განვითარებას.

 

ვაკანსიის დასახელება  -   გაყიდვების სპეციალისტი

ადგილმდებარეობა   -   ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი

სამუშაო საათები  -   სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი, შესვენება: 13:00 – 14:00

 

ფუნქცია/მოვალეობები:

• სააღრიცხვო პროგრამა „ბალანსის“ კლიენტებთან ურთიერთობის ეფექტური მართვა: მომართვების აღრიცხვა CRM პროგრამაში, შეხვედრების ორგანიზება და მოლაპარაკებების წარმოება

• კლიენტების საჭიროებების შესწავლა, მათი გადაწყვეტის გზების პოვნა პროგრამაში ეფექტური პრეზენტაციისთვის

• კომერციული წინადადებების მომზადება

• კლიენტთან საჭირო დოკუმენტაციის მიწოდება და კლიენტის მხრიდან ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი

 

მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება

• მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში

• სასურველია პროგრამული უზრუნველყოფების გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება

• ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)

• MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა

 

ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

I გასაუბრება

II დავალება

III პრეზენტაცია

 

აპლიკაციის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://bdo.peopleforce.io/careers/v/63316-/a/new განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 24.04.2024

 

ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც ვაკანსიის გამოქვეყნებისა და შერჩევის, ისე შრომითი ხელშეკრულების ეტაპზე. ჩვენ ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ თქვენც ემხრობით ნებისმიერი ნიშნით დისრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების აკრძალვას.