საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

BDO არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 250-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 166 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში ერთერთი წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

 

BDO-ს გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს. მუდმივ სწავლებასა და განვითარებას, როგორც უშუალოდ სამუშაო პროცესში, ასევე ბიდიო აკადემიის ტრენინგებით.

 

ადგილმდებარეობა   -   ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი

ვაკანსიის დასახელება   -   ანაზღაურებადი სტაჟირება - შეფასების უმცროსი სპეციალისტი

სამუშაო საათები   -   სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი, შესვენება: 13:00-14:00

ხანგრძლივობა    -    6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში

 

ფუნქცია/მოვალეობები:

• შესაფასებელი ობიექტის ინსპექტირების დაგეგმა და ვიზუალური დათვალიერება

• ობიექტის დახასიათებასა და აღწერაში მონაწილეობის მიღება

• უძრავი და მოძრავი ქონების ბაზრის შესწავლაში ჩართულობა

• შეფასების პროცესში მონაწილეობის მიღება

• კომპანიის ფინანსური ანალიზის პროცესში ჩართულობა

• პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით (განიხილებიან მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებიც)

• სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)

• სასურველია MS Excel-ის საბაზისო დონეზე ცოდნა

 

პიროვნული თვისებები

• ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება

• გუნდურად მუშაობის უნარი

• ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი

• დეტალებზე ორიენტირებულობა

• დროის ეფექტურად მართვის უნარი

• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

 

აპლიკაციის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://bdo.peopleforce.io/careers/v/63285-/a/new განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 24.04.2024

 

ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც ვაკანსიის გამოქვეყნებისა და შერჩევის, ისე შრომითი ხელშეკრულების ეტაპზე. ჩვენ ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ თქვენც ემხრობით ნებისმიერი ნიშნით დისრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების აკრძალვას.