საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"გეფა" - ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში.



კომპანია ბაზარზე ოპერირებს ორი სააფთიაქო ქსელით: ფარმადეპო და ჯპს. ფარმაცევტული სფეროს გარდა "გეფა" მუდმივად ცდილობს მსოფლიოში ცნობილი ბრენდები გააცნოს მომხმარებელს, ასევე კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს ბრიტანული ნატურალური კოსმეტიკის და თავის მოვლის საშუალებების ბრენდს - The Body Shop, ცნობილ ფრანგულ ოპტიკურ ბრენდს - Allain Afflelou, ჩვილთა და ბავშვთა ტანსაცმლის მწარმოებელ ამერიკულ ბრენდს Carter`s და ქალის თეთრეულის ერთ-ერთ წამყვან ბრენდს Triumph-ს.


კომპანია "გეფა" გიწვევთ ანაზღაურებად სტაჟირებაზე ფინანსურ დეპარტამენტში ბუღალტერიის მიმართულებით

 

სამუშაო გრაფიკი:  კვირაში 5 დღე, 7 საათიანი სამუშაო განაკვეთი
ადგილმდებარეობა: აკაკი ბელიაშვილის #142

 

რას გთავაზობთ ჩვენ:

პროფესიულ განვითარებასა და ზრდაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, მხარდამჭერ და მეგობრულ გუნდს, რომლისთვისაც ადამიანი უპირველესი ღირებულებაა.

 

სტაჟირების პერიოდში ისწავლით:

  • ბუღალტრული ოპერაციების წარმოება საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;
  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების, ბალანსისა და მოგება-ზარალის ჩანაწერების სისწორის გაკონტროლება;
  • ბუღალტრული ოპერაციების დროული აღრიცხვა და გადასახადების დარიცხვა;
     

ჩვენი ვაკანსია განსაკუთრებით დაგაინტერესებს, თუ:

  • გაქვს უმაღლესი განათლება ან ხარ სტუდენტი ფინანსების/ბიზნესის მიმართულებით;
  • გსურს განვითარდე და მიიღო გამოცდილება ბუღალტერიის მიმართულებით;
  • გაქვს საოფისე პროგრამების (Word, Excel) ცოდნა სამუშაო დონეზე;
  • გაქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის / ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • ხარ ენერგიული, მონდომებული და ზრდაზე ორიენტირებული;
  • გხიბლავს საქმის დინამიური ტემპი, გამოწვევები და დიდ გუნდში მუშაობა.

 

თუ გსურს, რომ დაიწყო და განავითარო შენი კარიერა გეფაში, მიიღო ახალი ცოდნა და გამოცადო შესაძლებლობები, ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ შენი პოტენციალის რეალიზებას.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: job@gepha.com  საგნის ველში ("subject") მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

 

ვაკანსიის დედლაინია 12 აპრილი 2024 წელი

 

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს „გეფა“-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.