“ლოიალ ფართნერსი” სწრაფად მზარდი აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 100-ზე მეტ პარტნიორს უწევს მაღალკვალიფიციურ ფინანსურ მომსახურებას.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 45
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი
ფუნქცია/მოვალეობები :
• პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაციის დამყარება;
• კომპანიის სერვისების შეთავაზება და მოლაპარაკების წარმოება;
• გაყიდვების გეგმის შესრულება დადგენილ ვადებში;
• კლიენტების მონაცემთა ბაზების წარმოება და მართვა;
• პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• მე-3 ან მე-4 კურსის, ახალდამთავრებული ან მაგისტრატურის სტუდენტები;
• ინგლისური ენის ცოდნა;
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
• სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
• ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
• დროის მართვის უნარი;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• განვითარებაზე ორიერტირებულობა;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ჩვენ გთავაზობთ:
• პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
• საინტერესო სამუშაო პროცესს და მეგობრულ გარემოს;
• კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@loyalpartners.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითოთ პოზიცია „გაყიდვების მენეჯერი“.
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!