საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 03/04/2024 - 07/04/2024

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო აცხადებს ვაკანსიებს:

 

1) სარკინიგზო უსაფრთხოების დეპარტამენტის უსაფრთხოების მართვისა და სახიფათო ტვირთების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (განაცხადები მიიღება 7 აპრილის ჩათვლით)

HR.gov.ge - სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო

 

2) იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი (განაცხადები მიიღება 7 აპრილის ჩათვლით)

HR.gov.ge - სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო

 

3) ანალიტიკური და სამგზავრო გადაყვანების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი (განაცხადები მიიღება 8 აპრილის ჩათვლით)

HR.gov.ge - სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო

 

4) დირექტორის თანაშემწე (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი) -  (განაცხადები მიიღება 7 აპრილის ჩათვლით)

https://www.linkedin.com/feed/update/urn:li:activity:7180950076809248768

 

საკონკურსო პირობების გაცნობა შესაძლებელია მითითებული ბმულების მეშვეობით.

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო არის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც 2023 წლის პირველ ივლისს შეიქმნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტებთან დაახლოებისა და სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმის ფარგლებში, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე.

 

სააგენტოს მიზანია უზრუნველყოს სარკინიგზო უსაფრთხოება, სარკინიგზო ტრანსპორტის ფუნქციონირების ორგანიზაციულ-სამართლებრივი მოწესრიგება და ამ სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა.

 

სააგენტოს საქმიანობის ძირითადი საგანია სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროს რეგულირება და ზედამხედველობა საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სააგენტო ახორციელებს ამ სფეროს ტექნიკურ რეგულირებას.

 

სააგენტოში დასაქმებით მოგეცემათ შესაძლებლობა შეიტანოთ თქვენი წვლილი საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის განვითარებაში.