საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კომპანია „ნიკორა“ 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს  მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.

 

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 8000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge

  

სამუშაო ადგილი: თბილისი

გრაფიკი: ორშ-პარ 09:00-18:00 საათამდე

ანაზღაურება: 2500 – 3500 ლარი, გადასახადების ჩათვლით.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ჰოლდინგში შემავალი შვილობილი კომპანიების პერიოდული ფინანსური ანალიტიკა;
  • ფინანსური ინსტიტუტებთან და აუდიტორულ კომპანიებთან მუშაობაში ჩართულობა;
  • კომპანიების მოკლე/გრძელვადიან დაგეგმვაში მონაწილეობა;
  • ფინანსური მოდელირება სხვადასხვა გადაწყვეტილებისა თუ ინვესტიციის ეფექტიანობის შეფასებისთვის;
  • კომპანიის ფინანსური პროცესების აღრიცხვისა და კონტროლის სისტემების გაუმჯობესებაში ჩართულობა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნდარ-ჩვევები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ACCA-ს ან შესაბამისი სერტიფიკატის ფლობა;
  • სასურველია ბუღალტრულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მოტივაცია პროფესიულ განვითარებასა და შედეგების მიღწევაზე;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikora.ge  სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

 

თქვენს მიერ ზემოაღნიშნულ ელ.ფოსტზე გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი.