საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვინ ვართ ჩვენ - საქართველოს ბანკის მონაცემთა კვლევითი ლაბორატორია, რომელიც ავითარებს და ნერგავს ხელოვნური ინტელექტის სისტემებს. დღესდღეობით ყურადღებას ვამახვილებთ ქართული მეტყველების ტექნოლოგიებზე.

 

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ ტალანტებს,  რომლებიც დაეხმარებიან გუნდის წევრებს ქართული მეტყველების ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაში.

 

შენი როლით გუნდში:

 

o   შექმნი და დაავალიდირებ ინსტრუქციებს (დავალებებს, მითითებებს);

o   გაასწორებ ტექსტს, დაარედაქტირებ და შეამოწმებ ხარისხს;

o   ჩაერთვები გამტექსტებლის მოდელის წვრთნაში, მიიღებ მონაწილეობას აუდიო ჩანაწერების ტექსტად გადაქცევაში;

o   შეაჯამებ ტექსტს (მოკლე შინაარსის გადმოცემა);

o   ჩამოაყალიბებ ტექსტიდან კითხვებსა და შესაბამის პასუხებს;

o   მიმოიხილავ მოცემულ საკითხებს (დაწერ მცირე ზომის თემებს);

o   დაახარისხებ ტექსტს თემატურად;

o   მონიშნავ ტექსტში სიტყვათა კატეგორიებს;

o   გააგრძელებ ტექსტს (დიალოგს) აზრობრივად;

o   დასვამ სიტუაციურ ამოცანებს;

o   გაასწორებ ინგლისურიდან ნათარგმნ ქართულ ტექსტებს;

o   შეუსაბამებ ქართულ და ინგლისურ ტექსტებს ერთმანეთს.

 

რა გჭირდება ინსტრუქციის ინჟინრის პოზიციაზე:

·       III/IV კურსის სტუდენტი ან 1-2 წლის კურსდამთავრებული;

·       სხარტი, ლოგიკური აზროვნება;

·       გამართულად წერის უნარი;

·       Microsoft Office Word-თან მუშაობის გამოცდილება;

·       ქართული ენის გრამატიკის ცოდნა;

·       ინგლისური ენა - B2

 

თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე.

 

გამოგზავნის ბოლო ვადა 15/04/2024

 

ველით შენთან შეხვედრას!