ლაქტალის ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას HR რეპორტინგისა და ანალიტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.
ლაქტალის ჯორჯია, გახლავთ ფრანგული კომპანია LACTALIS-ის ჯგუფის წევრი და არის საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში. ლაქტალისი აერთიანებს აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat და სხვა.
პოზიციის ძირითადი მოვალეობები:
HR დეპარტამენტის ყოველთვიურ რეპორტინგში მონაწილეობის მიღება;
ბიუჯეტირების პროცესში აქტიური ჩართულობა;
თანამშრომლების საბონუსე სისტემის მართვა/ყოველთვიურად ბონუსის გამოთვლა;
HR სამსახურის სხვადასხვა სახის ანგარიშგების ფორმების წარმოება და ანალიტიკა;
უშუალო ხელმძღვანელის მითითებით, HR სამსახურის სხვადასხვა პროცესში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლეს განათლება (ბიზნეს ადმინისტრირების ან მომიჯნავე სფეროში);
საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel - მაღალ დონეზე);
ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება
უპირატესობად);
საქართველოს შრომის კოდექსის საფუძვლების ცოდნა;
მცირე გამოცდილება (სასურველია, ანალიტიკის და ბაზებთან მუშაობის
მიმართულებით).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
ანალიტიკური აზროვნება;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარები;
დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ
ფოსტაზე hr@ge.lactalis.com და სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - HR რეპორტინგისა და ანალიტიკის სპეციალისტი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 10 თებერვალი.