საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი აცხადებს შერჩევას ფინანსური რეპორტინგისა და ანალიტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, ბელიაშვილის ქ. 142
სამუშაო განრიგი: 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
- ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტლური და წლიური რეპორტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- სხვადასხვა მონაცემების დამუშავება და ზუსტი და დროული რეპორტების წარდგენა;
- მოთხოვნის შესაბამისად, ერთჯერადი რეპორტების მომზადება სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულისთვის;
- საერთაშორისო აუდიტორებთან და სხვა კონსულტანტებთან ურთიერთობა;
- ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება და მისი მონიტორინგი;
- ყოველდღიურად შემდეგი რეპორტების მომზადება, ხელმძღვანელისთვის და შესაბამისი/დაინტერესებული სტრუქტურული ერთეულისთვის მიწოდება: Cashflow, კლინიკების ჭრილში Daily Revenue;
- ყოველთვიურად შემდეგი რეპორტების მომზადება, ხელმძღვანელისთვის და შესაბამისი/დაინტერესებული სტრუქტურული ერთეულისთვის მიწოდება: Month Closer და Board Report, Manual Adjustment, ბიზნეს ერთეულების მიხედვით G&A, Utility და სხვა საოპერაციო შემოსავლების/ხარჯების რეპორტები, სამედიცინო (არსებული მარაგების და ხარჯების) მარაგების რეპორტი.
- საჭიროების შემთხვევაში, დამატებით სხვა რეპორტების მომზადება;
- Exact-დან რეპორტისთვის ინფორმაციის ამოღება და დამუშავება;
- ძირითადი საშუალებების რეესტრის მომზადება და Exact-ის მიერ გადათვლილი ცვეთის სისწორის შემოწმება;
- KPI რეპორტის მომზადების პროცესში მონაწილეობა;
- ჩატარებული აქტივობების მუდმივი შეფასება და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით;
- აუცილებელია შესაბამისი მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
- ფინანსური აღრიცხვების პრინციპების ცოდნა;
- SQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
- პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
- ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
- დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
- ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
- შედეგზე ორიენტაცია;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;
- სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი.
- თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 11 იანვარი, 2024 წ.
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/finansuri-reportingisa-da-analitikis-specialisti/670
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!