სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მიკრო საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე შემდეგ ქალაქებში : ლაგოდეხი, ლანჩხუთი, წალკა,მესტია, მარტვილი, ახმეტა, ყვარელი, ბათუმი, ხულო, ქუთაისი, ზესტაფონი, საჩხერე, ჭიათურა, ამბროლაური, სამტრედია, ახალციხე.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლებთან ადგილზე ვიზიტის დაგეგმვა და განხორციელება;
- მომხმარებლებისათვის ბანკის მომსახურების სარგებლიანობის და საბანკო პროდუქტების პრეზენტაცია;
- მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება და ამ პროდუქტის უპირატესობის ახსნა;
- მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;
- საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტზე წარდგენა.
სავალდებულო მოთხოვნები:
განათლება:
- უმაღლესი, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან/და მათემატიკის მიმართულება.
სამუშაო გამოცდილება:
- განვიხილავთ როგორც დამწყებ, აგრეთვე, გამოცდილების მქონე კანდიდატებს ბიზნეს საბანკო დაკრედიტების მიმართულებით.
ანაზღაურება: ფიქსირებულს დამატებული ყოველთვიური ბონუსი.
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად;
- ორგანიზებულობა, ენერგიულობა, დაგეგმვის, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის დაგეგმვის უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 13 დეკემბერი, 2023.