ამერიკული კვების რესტორენების ქსელი Wendy’s და Dunkin აცხადებენ ვაკანსიას გაყიდვებისა და მარკეტინგის ანალიტიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, მოსაშვილის #11
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
გაყიდვების და მარკეტინგული მონაცემების შეგროვება / ანალიზი ტრენდების და შესაძლებლობების გამოსავლენად;
რეგულარული რეპორტების წარმოება, დეშბორდის (გამარტივებული ვიზუალიზაციის) შექმნა KPI-ების თვალსაჩინოებისთვის;
გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვისა და მარკეტინგული კამპანიის ეფექტური ტარგეტირებისათვის, მომხმარებლის სეგმენტაცია ქცევისა და დემოგრაფიის ჭრილში;
გაყიდვების მაქსიმალურად მიახლოვებული პროგნოზის შექმნა და მუდმივი განახლება;
მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის შეფასება. მათ შორის ROI ანალიზი;
მომხმარებლების ქცევის და უკუკავშირის ანალიზი, მომხმარებლის შენარჩუნებისა და ლოიალურობის გაუმჯობესების მიზნით;
მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით რეკომენდაციების გაცემა;
მარკეტინგული და გაყიდვების ანალიტიკისთვის ახალი ტექნოლოგიების მოძიება, რეკომენდაცია.
ძირითადი მოთხოვნები:
ბაკალავრი (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი) ბიზნესის ადმინისტრირებაში, მარკეტინგში ან ფინანსებში;
Excel-ის, ასევე მონაცემების დამუშავების და ვიზუალიზაციის სხვა პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Power BI და Tableau);
გამოცდილება CRM ტექნოლოგიებთან და ვებ/მობაილ ანალიტიკის პლატფორმებთან (Google Analytics) ჩაითვლება უპირატესობად;
სტატისტიკის ანალიზის შესაძლებლობა და გათვლების მოდელირების წარმოების ცოდნა;
ინგლისური ენის ცოდნა Upper Intermediate დონეზე;
კარგი კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგვიზიარეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@wendys.ge
სხვა ვაკანსიების სანახავად გადადით ლინკზე: http://wendys-dunkin.jobs/