კვლევითი კომპანია „დართი“, რომელიც მუშაობს კვლევების მიმართულებით, ეძებს ახალ თანამშრომლებს გუნდში.
პოზიცია - სატელეფონო კვლევის ინტერვიუერი.
ლოკაცია: თბილისი, შავიშვილის 25 (ვმუშაობთ ოფისიდან).
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 10:30-19:30
ანაზღაურება: 700-800 ლარი (500 ფიქსირებული + ბონუსი)
პროექტის ხანგრძლივობა: 3 თვე
ძირითადი მოვალეობები:
- სატელეფონო გამოკითხვების ჩატარება, წინასწარ შედგენილი კითხვარების მიხედვით;
- შესაბამისი რეპორტების წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა უმაღლესი განათლება/ II,III, IV კურსის სტუდენტის სტატუსი;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- გამართული მეტყველება;
- კლიენტებსა და მომსახურებაზე ორიენტაცია;
- ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 21 ოქტობერი 2023 წ.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: akarkusashvili@dart.ge გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.