“ეფეს საქართველო” (ლუდსახარში “ნატახტარი") Anadolu Efes-ის შვილობილი კომპანიაა.
Anadolu Efes მე-5 ადგილზეა მსოფლიოს უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიათა შორის.
“ეფეს საქართველო“ უკვე 15 წელია ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც ბაზრის
ლიდერი.
“ეფეს საქართველო” (ლუდსახარში “ნატახტარი") აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას შემდეგ
პოზიციაზე:
პოზიცია: სტაჟიორი HR დეპარტამენტში.
სამუშაო ადგილი: თბილისი და სოფ. ნატახტარი
სამუშაო საათები: 09:00 – 18:00
სტაჟიორს ასევე ვთავაზობთ ბენეფიების პაკეტს:
• ჯანმრთელობის დაზღვევა 100%
• ტრანსპორტირება თბილისიდან ნატახტარში და უკან
• სასაჩუქრე პროდუქცია ყოველი თვის ბოლოს
ძირითადი მოვალეობები:
• პოტენციური თანამშრომლების/კანდიდატების რეზიუმეების გადარჩევა და სააპლიკაციო ფორმების
შემოწმება კომპანიის ვაკანსიების შესავსებად და შესაფერისი კანდიდატების გამოსავლენად.
• შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების ორგანიზება.
• HR BP-სთან ერთად ვაკანსიის განცხადების განთავსება დასაქმების საიტებსა და სოციალური მედიის
პლატფორმებზე.
• HR-ის დახმარება კომპანიის ღონისძიებების დაგეგმვაში.
• HR-თან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების
მოძიება.
• HR პროცესების მხარდაჭერა მონაცემთა ანალიზისა და სტატისტიკის საფუძველზე.
• HR დეპარტამენტის დახმარება სხვადასხვა პროექტში.
• სხვადასხვა ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა.
• HR-თან დაკავშირებული დოკუმენტაციის ორგანიზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• ბიზნესის ადმინისტრირების ან ფსიქოლოგიის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
• MS Office-ის (Word, Excel, Power Point) ცოდნა;
• სხვადასხვა დავალების ერთდროულად მართვისა და შესრულების უნარი;
• ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას
ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია
ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი
ნიშნით.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა
შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
“ეფეს საქართველოს“ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ:
** თქვენი პერსონალური მონაცემები „ეფეს საქართველოს“ მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის სტაჟირების
ხელშეკრულების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის;
** „ეფეს საქართველო“ თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებულ
ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს შემდგომში შეთავაზების გაკეთების მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე
(CV) ელ. ფოსტის მისამართზე: career@ge.anadoluefes.com
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 10 სექტემბერი.