საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
კატეგორია:
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 30/08/2023 - 10/09/2023

Keystone Investments-ს აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 - 18:30, შესვენება 1 საათი (სტუდენტების შემთხვევაში
სწავლაზე მორგებული სამუშაო გრაფიკი)
კომპანიის შესახებ: Keystone Investments არის კერძო კაპიტალის ფონდი, რომელიც 2016 წლიდან
ახორციელებს ინვესტიციებს საქართველოში. ფონდის ინვესტიციის პორტფელი მოიცავს
კომპანიებს სხვადასხვა სექტორებში, როგორიცაა: საცალო ვაჭრობა, მშენებლობა, უძრავი
ქონება, წარმოება და სოფლის მეურნეობა. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია
ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://keystone.ge/ge/ .
ფუნქცია-მოვალეობები:
• ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება და მისი მონიტორინგი
• ფონდის და მასში შემავალი სხვადასხვა კომპანიის ჭრილში KPI რეპორტის მომზადების
პროცესში მონაწილეობა და პერიოდული განახლების მომზადება
• ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგების / ბიუჯეტის
მომზადებაში მონაწილეობა
• მონაცემთა ბაზიდან / ბრუნვითი უწყისებიდან პერიოდული ანგარიშების მომზადება
• აუდიტორებთან, ბუღალტრებთან და სხვა კონსულტანტებთან ურთიერთობა,
ინფორმაციის მიწოდება და პროცესში აქტიურად ჩართულობა
• პრეზენტაციების მომზადება მენეჯმენტისთვის
• კვლევის მომზადება სხვადასხვა პროექტის მომგებიანობის განსასაზღვრად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• ბაკალავრის საფეხურის III/IV კურსის სტუდენტი ან 1-2 წლის კურსდამთავრებული
ჩამოთვლილთაგან რომელიმე ან დაკავშირებულ მიმართულებაზე: ბიზნესის
ადმინისტრირება, ფინანსები ან ეკონომიკა
• აუდიტში სტაჟირების ან/და მუშაობის გამოცდილება
• ფინანსური აღრიცხვების პრინციპების ცოდნა
• პრიორიტეტად ჩაითვლება ACCA-ს პროგრამის რამდენიმე წიგნის ჩაბარება
• Excel-ის და MS Office-ის სხვა პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა

პიროვნული კომპეტენციები:
• დეტალებზე ორიენტაცია და ანალიტიკური აზროვნება
• ეფექტური კომუნიკაციის უნარი
• სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
• ორგანიზებულობა, დროის სწორი მართვა
• თვითგანვითარებისა და პროფესიული განვითარების სურვილი

ჩვენ გთავაზობთ:
• მეგობრულ სამუშაო გარემოს
• სექტორულად მრავალფეროვან და საინტერესო პროექტებს
• კარიერული განვითარების შესაძლებლობას
• კონკურენტულ ანაზღაურებას
• კარიერისთვის რელევანტური სასერთიფიკაციო პროგრამების დაფინანსებას
• ჯანმრთელობის დაზღვევას
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ
მისამართზე : info@keystone.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება
“უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი“.
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა 10 სექტემბერი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
გისურვებთ წარმატებებს!