სტარტაპი “ნებისი” ეძებს თანამშრომლებს ტუტორის პოზიციაზე
“ნებისი” 2023 წელს დაარსებული ქართული ონლაინ სტარტაპია, რომელიც სკოლის ასაკის მოზარდებს თანამედროვე ციფრულ ეპოქაში არსებულ გამოწვევებთან გამკლავებასა და გლობალურ შრომით ბაზარზე აუცილებელ თვისებათა და გამოცდილებათა დასწავლას სთავაზობს.
არ არის აუცილებელი იყოთ პროფესიონალი მრავალწლიანი გამოცდილებით, ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საკმარისია ისეთ ახალბედა კადრთან მუშაობაც, რომელიც ჩვენს გუნდთან ერთად მოზარდებთან შემდეგ თემებზე საუბრის ინტერესს გამოხატავს: მომავლისთვის საჭირო შრომითი უნარები, პირადი ფინანსების მართვა, დროის მენეჯმენტი, აზრის ეფექტურად გამოხატვა და დებატები, პროაქტიული ჩვევების გამომუშავება, მოსალოდნელი სააფრთეებისგან თავის აცილება, პიროვნების კონცეფციის შესწავლა, საკუთარი თავის განვითარება და სხვა მრავალი.
სამუშაო პირობები:
- სრულიად დისტანციური;
- მოქნილი გრაფიკი ნახევარგანაკვეთზე;
- მაღალი საათობრივი ანაზღაურება.
ძირითადი მოვალეობები:
- სამუშაო გუნდთან ერთად სასწავლო მასალაზე მუშაობა;
- მოზარდების მცირე სასწავლო ჯგუფის მართვა და საშინაო დავალებების მონიტორინგი;
- სემინარების ვიდეოჩაწერა და დახურულ ჯგუფში ატვირთვა.
- აუცილებელი ცოდნა და თვისებები:
- Google Drive პლატფორმაზე მუშაობის უნარი;
- კრიტიკული აზროვნება;
- ქართული და ინგლისური ტექსტების წაკითხვისა და გააზრების უნარი;
- ქართული ენაზე აზრის შეზღუდულ დროში გამართულად გადმოცემის უნარი;
- მოზარდებს შორის საგნობრივი დისკუსიის წარმართვის უნარი;
- მოზარდებზე დაკვირვებისა და მათი შეფასების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის, ორგანიზებულობისა და თავაზიანობის უნარი.
უპირატესობა მიენიჭება:
- საჯარო გამოსვლებთან, მოზარდებთან ანდა საგანმანათლებლო სფეროსთან დაკავშირებულ სამუშაო გამოცდილებას;
- ბაკალავრიატს სოციოლოგიაში, ანთროპოლოგიაში, ფსიქოლოგიაში, თავისუფალ მეცნიერებებში, ლიტერატურასა ან მათთან მომიჯნავე სფეროებში.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV მითითებულ ელფოსტაზე და თემაში მიუთითეთ “ტუტორი” 2023 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით: nebisiacademy@gmail.com