კატეგორია:
ვაკანსია/სტაჟირება
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი:
22/08/2023 - 31/08/2023
ვაკანსია: პროდუქტის ხარისხის მართვის მენეჯერი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 -18:00)
ანაზღაურება: 2000 ლარიდან (2 ის ზემოთ კვლაიფიკაციის გათვალისწინებით)
ფუნქცია-მოვალეობები:
- ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციასა და მომხმარებლის საჭიროებების დადგენის მიზნით ეფექტური კვლევების ჩატარება: ბაზრის კვლევა, ახალი პროდუქტის გამოვლენა, ანალიზი და რეკომენდაციის გაცემა;
- პროდუქციის ხარისხის სერტიფიკატებთან შესაბამისობის გადამოწმება, პროდუქტის ხარისხთან დაკავშირებული ყველა ტიპის დოკუმენტაციის სრულყოფაში მოყვანა, პროდუქციის ძირითადი მახასიათებელი თვისებების გამოკვეთა
- ძველი და ახალი ნომენკლატურის ხარისხობრივი შედარება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სასურველია ეკონომიკური ფაკულტეტის განხრით
- სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა: Excel-ში რეპორტებისა და ანალიტიკური მონაცემის წარმოების გამოცდილება სავალდებულოა;
- ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
- ანალიზის უნარი
- კრეატიული აზროვნება;
- გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
- სტრესულ გარემოში ადაპტაციისა და ეფექტურად მუშაობის უნარი;
- სტრატეგიული აზროვნება;
- პასუხისმგებლიანობა;
- დეტალებზე ორინეტირებულობა;
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვირს უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე employment@tsu.ge