საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ვაკანსია: Nexia TA
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 21/08/2023 - 01/02/2025

Nexia TA საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში
შემავალი ბრენდის – Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში. Nexia-ს
ქსელი, რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი
ბიზნესის ზრდასა და განვითარებას, წარმოდგენილია მსოფლიოს 122 ქვეყანაში 720-ზე
მეტი ოფისით და წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოშიც 2014 წლიდან.
Nexia TA აერთიანებს 300-მდე პროფესიონალს და 500-მდე კლიენტს რომლებიც ყოველდღე
ადგილზე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ
ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia TA-ს
ცოცხალი და დინამიური გუნდი ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი
სურვილით, გამოცდილებით და ცოდნით.
Nexia TA აცხადებს სტაჟირებას კლიენტებთან ურთიერთობის დეპარტამენტში.
ძირითადი მოვალეობები:
• არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობა, Nexia TA-ს სერვისის გაცნობა
და შეთავაზება;
• ბაზების მართვა და განახლება;
• მეილების მართვა;
• შეხვედრების ორგანიზება.
მოთხოვნები:
• კომუნიკაციის კარგი უნარი;
• საოფისე პროგრამების ცოდნა;
• სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
• გუნდური მუშაობის უნარი.
 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათი, უნივერისტეტთან
შეთავსებით
 სამუშაო ადგილი: მ. ალექსიძის N12, King David-ის ბიზნეს ცენტრი
 სტაჟირების პირობები: სტაჟირების ხანგრძლივობა 4-6 თვე, სტაჟირება პირველი ორი
თვე არ არის ანაზღაურებადი, თუმცა მოქმედებს საბონუსე სისტემა. სტაჟირების
წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხდება სტაჟიორის დასაქმება.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ CV შემდეგ ელ. ფოსტაზე:
hr@nexia.ge. წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის
დასახელება - "სტაჟიორი კლიენტებთან ურთიერთობის დეპარტამენტში".