სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო
ძირითადი მოვალეობები:
• ბავშვის/მოზარდის განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასების პროცესში მონაწილეობა
• წლიური გეგმის შესაბამისად ქცევითი თერაპიის სეანსების ჩატარება
• მუშაობის ინდივიდუალური განრიგის შედგენა და მართვა
• შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა სპეციალური ფორმით
• სამუშაო გარემოს მომზადება
• ქცევითი თერაპიის სეანსებისათვის საჭირო სამუშაო მასალების დამზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში სავალდებულოა (სასურველია ბავშვთა ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია)
• ქცევის გამოყენებითი ანალიზის სერტიფიკატის ფლობა
• ქცევის გამოყენებითი ანალიზის ბაზისური პრინციპების ცოდნა
• მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
• ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
• სასურველია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის ცოდნა
• სასურველია კლიენტთან მუშაობის ეთიკური პრინციპების ცოდნა
• სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სალაპარაკო დონეზე
პიროვნული უნარები:
• პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა)
• პუნქტუალობა და დროის სწორი მართვა
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
• კომუნიკაციის და პრეზენტაციის კარგი უნარი
• სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი
• შედეგზე ორიენტირება
• კრიტიკული აზროვნების და წერის კარგი უნარი
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 6 აგვისტო, 2023 წელი
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/qceviti-terapevti/601
ევექსი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს