თუ ეძებ შესაძლებლობას, განავითარო შენი იდეები, მიიღო საინტერესო გამოცდილება და ისწავლო მსოფლიოს საუკეთესო კრეატიულ სკოლაში, საქართველოს ბანკი Miami Ad School Europe-თან ერთად სწორედ ამის შანსს გაძლევს.
მოიპოვე Miami Ad School Europe-ის კურსდამთავრებულის, ნიკა გუჯეჯიანის, სახელობის სტიპენდია და ისწავლე ამავე სკოლის Art Direction-ის ან Copywriting-ის 2-წლიან პორტფოლიო პროგრამაზე 100%-იანი დაფინანსებით .
როგორ მოიპოვებ სტიპენდიას?
- გაეცანი ინფორმაციას ამ ბმულზე
- გაგზავნე საჭირო საბუთები
- ჩააბარე 2 პროგრამიდან ერთ-ერთზე
- სპეციალურად შექმნილი ჟიური შეარჩევს გამარჯვებულს
რა უნდა იცოდე Miami Ad School-ის შესახებ?
Miami Ad School-ი კრეატიული ინოვაციების, სტრატეგიული იდეების, კოპირაიტინგის, გრაფიკული დიზაინისა თუ ფოტოხელოვნების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სკოლაა მსოფლიოში.
განაცხადების მიღების დასრულების თარიღი: 25 ივლისი
შესაძლებლობები და გამოცდილება შენ გელოდება
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ: info@miamiadschool.de