Digital Institute კავკასიის რეგიონში მოწინავე IT აკადემიაა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ისწავლოს პროგრამირება ინოვაციური სასწავლო მოდელით. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ლექტორებისგან, რომელთაც ნამუშევარი აქვთ მსოფლიოს წამყვან კომპანიებში: Microsoft, Google, Tesla, Toptal და სხვა.
ამჟამად ვეძებთ სტაჟიორს HR ადმინისტრატორის პოზიციაზე. შენ იქნები ხარისხზე ორიენტირებული გუნდის წევრი, რომელიც ქმნის საუკეთესო პროდუქტს ციფრული განათლების მიმართულებით.
გაიგე მეტი ჩვენზე: digitalinstitute.ge
ჩვენ გთავაზობთ:
- მორგებულ სამუშაო გრაფიკს (შესაძლებელია დისტანციურად მუშაობაც ან ფიზიკურად Axis Towers-ის ბიზნეს ცენტრში);
- მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
ფუნქცია-მოვალეობები:
- თანამშრომელთა პერსონალური ინფორმაციის ადმინისტრირება;
- ახალი თანამშრომლების ონბორდინგისთვის საჭირო სხვადასხვა დოკუმენტების მომზადება/გამოთხოვაპერსონალთან დაკავშირებული ბრძანებების, ოქმების და ცნობების წარმოება და რეესტრი;
- კანდიდატებთან დაკავშირებული ინფორმაციის ასახვა შესაბამის ბაზებში.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
- განვითარებაზე ორიენტირებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დამოუკიდებლობა;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - talent@digitalinstitute.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „HR ადმინისტრირების - სტაჟიორი“.