თუ ხარ სტუდენტი
და ეძებ საინტერესო შესაძლებლობას კარიერის დაწყებისა და განვითარებისთვის;
გიყვარს და გსიამოვნებს ადამიანებთან კომუნიკაცია და გაინტერესებს ტექნოლოგიები
IT მომსახურებისა და ციფრული ტრანსფორმაციის საკონსულტაციო კომპანია SKYHI
Service Desk-ის პოზიციაზე გელოდებათ
ამ პოზიციაზე შენი ფუნქცია-მოვალეობები იქნება
- სხვადასხვა საკონტაქტო არხების გამოყენებით (ელ-ფოსტა,ტელეფონი,ჩათი,SMS სისტემა) მომხმარებელთან გამავალი და შემომავალი კომუნიკაცის განხორციელება;
- მომხმარებლის სამუშაო სისტემებში წარმოქმნილი ინციდენტებისა და მოთხოვნების შესაბამისი პროგრამული მართვა;
- დაფიქსირებული ინციდენტებისა და მომხმარებლის მოთხოვნების,შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტა;
- მომხმარებელთან შეთანხმებული მომსახურების პირობების (SLA) და კონფიდენციალურობის დაცვა;
- მომხმარებლის მხრიდან მიღებული უკუკავშირისა და რეკომენდაციების აღწერა/დაფიქსირება;
SKYHI-ში
- ისწავლი კორპორაციულ გარემოში, თანამედროვე მომსახურების სტანდარტებს; მომხმარებლებისთვის საბაზისო IT საჭიროებების მოგვარებას შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში;
- იმუშავებ ისეთ დინამიურ გარემოში, რომელიც გამოწვევების და მომავალი კარიერული განვითარების ფართო სპექტრს გთავაზობს;
- გექნება მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
- დასვენება, გართობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საქმე და მიზნებზე ორიენტირება, ამიტომ ჩვენთან გელოდება:
- მეგობრული გუნდი;
- ხალისიანი ურთიერთობები;
- საინტერესო თავგადასავლები;
- ულიმიტო სასაუბრო დრო და ინტერნეტი;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
თუ
სწავლობ ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბიზნეს ადმინისტრირების, ან მომიჯნავე მიმართულებებზე
თავისუფლად შეგიძლია ინგლისურ ენაზე წერა და კომუნიკაცია
ჩვენს გუნდში გელოდებით !
სამუშაო ადგილი:
ოფისი: ც.დადიანის გამზირი #7
შერჩევის ეტაპები:
- რეზიუმეების გადარჩევა;
- თვითშეფასების კითხვარი;
- ონლაინ ინტერვიუ;
- პირისპირი ინტერვიუ;
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული