საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კომპანიის დასახელება: სს. არდი დაზღვევა

ვაკანსიის დასახელება: ოჯახის ექიმის ასისტენტი

 

ვაკანსიის აღწერა: ძირითადი მოვალეობები

  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
  • ოჯახის ექიმისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  • ოჯახის ექიმის მიერ პაციენტისათვის დანიშნული ამბულატორიული სერვისებისა და/ან დანიშნული მედიკამენტების პროგრამული ასახვა საგარანტიო ბარათების სახით;
  • საჭიროების შემთხვევაში პაციენტის ასისტირება დანიშნულ კლინიკო-ლაბორატორიულ კვლევაზე ან სპეციალისტის კონსულტაციაზე;
  • საჭიროების შემთხვევაში პაციენტის მომდევნო ვიზიტის დაგეგმვა, ვიზიტზე ჩაწერა;
  • პაციენტთა ოჯახის ექიმთან მიღების საათების დარეგულირება, ჩაუწერელი პაციენტების მიღების რიგის მართვა;
  • პაციენტთა მოკითხვა;
  • ოჯახის ექიმის კაბინეტისათვის საჭირო ინვენტარისა და საკანცელარიო ნივთების საჭიროებების შეფასება  და მოთხოვნის უზრუნველყოფა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული კლინიკური და საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
  • ინგლისური - Intermediate ;
  • რუსული - საშუალო დონე;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, Excel, MS Office, E-mail).

 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00, თვეში 2 შაბათი 10:00-14:00.

დასვენების დღეების რაოდენობა (კვირის განმავლობაში): კვირა.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი პროვაიდერი კლინიკა (სხვადასხვა პროვაიდერ კლინიკაში გვყავს ოჯახის ექიმი განთავსებული, ასისტენტის ლოკაცია განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რომელი ოჯახის ექიმთან მოუწევს მუშაობა)

ანაზღაურება: ხელშეკრულების გაფორმებიდან 650 ლარი (ნეტი).

განცხადების მიღების ვადა: 20 ივნისი

საკონტაქტო პირი (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, E-mail): ნია მღვდელაძე, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი, ტელ: 577393335, ელ.ფოსტა - n.mgvdeladze@ardi.ge

 

ინფორმაცია კომპანიის შესახებ 

სადაზღვევო კომპანია „არდი“ წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან და სწრაფად განვითარებად სადაზღვევო კომპანიას, ქართულ ბაზარზე, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს.

 

ჩვენი მიზანია ბიზნესის გრძელვადიანობის, მომხმარებლისთვის სტაბილურობისა და დაცულობის შექმნა. ჩვენ ვქმნით წარმატებული ზრდის პლატფორმას, მკაფიოდ ფოკუსირებული სტრატეგიით ხარისხზე, მომსახურების სიმარტივესა და ხელმისაწვდომობაზე. კარგად გვესმის რა გამოწვევები აქვს თანამედროვე სამყაროში თითოეულ ადამიანს და ბიზნეს, ამიტომ ვცდილობთ, რომ ჩვენი სადაზღვევო პროდუქტებით მოვახდინოთ მათ საჭიროებებზე ზუსტი მორგება და დავზოგოთ ყველაზე მთავარი, მათი რესურსები: დრო და ფინანსები.

 

„არდი“ ახორციელებს მსხვილი რისკების გადაზღვევას მსოფლიოს ისეთ წამყვან გადამზღვევ კომპანიებში, რომლებიც განსაკუთრებით კარგად იცნობენ ქართული სადაზღვევო ბაზრის სპეციფიკას და ადაპტირებულნი არიან მასზე. პარტნიორის შერჩევისას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა Standard & Poors-ის მიერ მინიჭებულ რეიტინგს და მსოფლიოში აღიარებულ რეპუტაციას.

 

ჩვენი თანამშრომლები ყოველწლიურად გადიან თეორიულ და პრაქტიკულ სტაჟირებებს ევროპის წამყვან სადაზღვევო და საგადამზღვევო კომპანიებში. ვთვლით, რომ არდის გუნდი - ეს ყველაზე ღირებული და გრძელვადიანი ინვესტიციაა.

 

დღეისათვის უკვე ვემსახურებით 60,000-მდე ფიზიკურ პირს და 2,000-მდე მსხვილ, საშუალო თუ მცირე ზომის კერძო, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციას მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

არდი - როცა ფიქრობ მხოლოდ კარგზე!