საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თბილისი 2023

ადამიანის უფლებები კავშირი და მრავალგვარობა ფსიქოთერაპიის დარგში

 

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია ორგანიზებას უწევს ყოველწლიურ ევროპულ კონგრესს ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის დარგში.

 

2023 წლის მე-11 საერთაშორისო კონგრესის მასპინძელი ქვეყანაა საქართველო. მასპინძელი ორგანიზაცია - მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია.

 

კონგრესის 2023 წლის თემატიკაა ადამიანის უფლებები, კავშირი და მრავალვარობა ფსიქოთერაპიის დარგში.

 

EAIP კონგრესი არის ვეროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ეგიდით გამართული საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც პირველად ტარდება საქართველოში. 2023 წლის კონგრესი იქნება რიგით მე-11 და გააგრძელებს საერთაშორისო კონფერენციათა უწყვეტ ტრადიციას, რომლის მასპინძელიც გასულ წლებში იყო: საბერძნეთი (2021), ნიდერლანდები (2019), ჩეხეთი (2018), გაერთიანებული სამეფო (2017) და სხვა. კონფერენციის მონაწილეები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ყოველწლიურად იკრიბებიან ფსიქოთერაპიის უახლესი მიღწევების და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

 

კონფერენციის მასპინძელი ორგანიზაციებია მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია.

 

აკადემია არის ერთადერთი ფსიქოთერაპიული დაწესებულება, რომელიც ფლობს ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAP) მიერ მინიჭებულ ფსიქოთერაპიული განათლების უმაღლეს, EAPTI (ფსიქოთერაპიის აკრედიტებული ევროპული ინსტიტუტის) სტატუსს.

 

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის მე-11 ევროპული კონგრესი არის ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის (EWAO) მასშტაბის პირველი სამეცნიერო ღონისძიება საქართველოში.

 

- მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია: აკადემიის შესახებ - International Academy of Mental Health and Integrative Psychotherapy (mentalacademy.ge)

 

- ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია: European Association of Integrative Psychotherapy (euroaip.eu)

 

Mentalacademy.ge
info@mentalacademy.ge