საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 05/06/2023 - 09/06/2023

პოზიციის დასახელება  აუდიტის დეპარტამენტის სტაჟიორი

კონკურსის ტიპი  სტაჟირება

ორგანიზაცია   სსიპ - შემოსავლების სამსახური

 

ორგანიზაციის შესახებ

შემოსავლების სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ჩვენი მისიაა საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა, ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის ხელშეწყობით და სამართალდარღვევებზე შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების განხორციელებით.

 

კატეგორია   აუდიტი

განცხადების ბოლო ვადა   09.06.2023

თანამდებობრივი სარგო:   500 ლარი

ადგილების რაოდენობა    20

სამსახურის ადგილმდებარეობა   თბილისი

სამუშაოს ტიპი    სრული განაკვეთი

 

ფუნქციები

პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, სტაჟიორი მონაწილეობას მიიღებს აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების სამმართველოს მიერ განხორციელებულ საქმიანობაში:

• კამერალური და გასვლითი საგადასახადო შემოწმებებში მონაწილეობა;

• გადამხდელთან პირველადი გასაუბრება/ინტერვიუ საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, აუდიტორებთან ერთად;

• გადამხდელის მიერ წარმოსადგენი ინფორმაციის მოწოდების უზრუნველყოფა და ვადების კონტროლი;

• გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ფინანსური დოკუმენტაციის ელექტრონულ ბაზებში გადამოწმება, ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების ანალიზი და გადამხდელის მიერ წარმოდგენილ დეკლარაციებთან შედარება;

• კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მიმდინარე საგადასახადო დავებში მონაწილეობა ან/და საგადასახადო დავებთან დაკავშირებით დავის განმხილველი ორგანოს მხრიდან მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება და მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება;

• დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

 

მოთხოვნები

მინიმალური განათლება - ბაკალავრი

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული