საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

25 მაისს, 15:00 საათზე, მაღლივი კორპუსის 206 აუდიტორიაში საერთაშორისო საწარმო "sisecam"-ის წარმომადგენლები სტუდენტებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას გააცნობენ.



კომპანიას საერთაშორისო მასშტაბით 22 ათასზე მეტი თანამშრომელი ყავს და ოპერირებს 14 ქვეყანაში, როგორიცაა თურქეთი, გერმანია, იტალია, უნგრეთი, უკრაინა, ა.შ.შ და სხვა. კომპანია მსოფლიო რეიტინგში მინის წარმოებით მეხუთე, სოდის - მერვე და ქრომის ნაერთების წარმოებაში პირველია.



საწარმო იწვევს ეკონომიკისა და ბიზნესის, ასევე ქიმიის, ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამების სტუდენტებს მათთან ანაზღაურებადი სტაჟირების გასავლელად.



რას მიიღებს მონაწილე?
• განივითარებს უნარებს გლობალური კარიერული გზის მოსამზადებლად ინდუსტრიულ კომპანიაში;
• გაიუმჯობესებს და განავითარებს ისეთ მნიშვნელოვან უნარებს, როგორიცაა: გუნდურობა, კომუნიკაცია, პრობლემის გადაჭრა და ა.შ.;
• იმუშავებს რეალურ პოზიციაზე, რეალური პასუხისმგებლობით.



სტაჟირება ანაზღაურებადია და დამატებით ფარავს ტრანსპორტირების, კვების ხარჯებს.