საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შერჩეული კანდიდატების 6 თვიან სასწავლო კურსს სრულად დააფინანსებს კრედო ბანკი.

 

სასწავლო კურსი მოიცავს როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ ნაწილს.

 

აკადემია კანდიდატებს გადასცემს მრავალფეროვან ცოდნას IT ბიზნეს ანალიტიკაში ყველა  მიმართულებებით (IT ბიზნეს ანალიტიკის ძირითადი პრინციპები, ტექნიკები და მიდგომები, პროგრამირების საფუძლები,  მონაცემთა ბაზები, ვებ სერვისები, დიაგრამები)

 

კურსის განმავლობაში თეორიულ ცოდნასთან ერთად, მონაწილეებს ექნებათ საშუალება ჩაერთონ რეალურ საბანკო პროექტებში და პრაქტიკაში გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები.

 

კურსის დასრულების შემდეგ, საუკეთესო კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ კრედო ბანკის ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის განყოფილებაში - უმცროსი IT ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.

 

აკადემიაში განვიხილავთ კანდიდატებს:

·       ვისაც აქვს საინფორმაციო ტექნოლოგიების, პროგრამირების, კომპიუტერული მეცნიერების და მსგავსი მიმართულებით განათლება და განვითარების დიდი სურვილი;

·      აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნის დონე - B2 (კანდიდატს უნდა შეეძლოს ინგლისურ ენაზე მასალების კითხვა/შინაარსის გამოტანა)

·       სასურველია ჰქონდეს საბაზისო დონეზე ცოდნა ან/და გამოცდილება SDLC-ის  მიმართულებით;

 

აკადემია შერჩეულ კანდიდატებს ცოდნას გადასცემს Live რეჟიმში, ლექციები ჩატარდება Classroom:

·       თეორიული კურსი - კვირაში 2 / 3 დღე - 2-3 საათი;

·       პრაქტიკული კურსი - კვირაში 2 დღე - 4 საათი;

 

მონაწილეთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

·       I ეტაპი - ტესტირება

·       II ეტაპი - გასაუბრება

 

დაიტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გადადით ბმულზე და შეავსეთ აპლიკაცია

          

 CV-ის მიღების დედლაინია: 28 მაისი

 

შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.