კომპანია: Reikartz Hotel Group
თანამდებობა: გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი
დასაქმების ფორმა: სრული
დასაქმების ადგილი: ქ. თბილისი
თანამშრომელთა რაოდენობა - 1
გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 9:00-18:00
ანაზღაურება: 700 ლარიდან, დამოკიდებულია კანდიდადის უნარებზე
საერთაშორისო ბრენდის სასტუმროების ქსელი Reikartz Hotel Group-ი, რომელიც ევროპული სტანდარტებითა და ხარისხით უზრუნველყოფს სტუმარების მომსახურებას 2019 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოში და დღეის მდგომარეობის სამ სასტუმრობს აერთიანებს: Reikartz Horizont, Reikartz Avlabari და Reikartz KingTamar.
კომპანია აგრძელებს განვითარებას და აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
- საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას;
- განვითარების და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- კვებას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ახალი კლიენტების მოძიება (ცივი ზარების განხორციელება);
- ხელმძღვანელის მხრიდან მიწოდებული კლიენტთა ბაზის დამუშავება და არსებულ კორპორატიული კლიენტებთან თანამშრომლობის შენარჩუნება და განვითარებაზე ზრუნვა;
- ბაზრის ანალიზი და არსებული კლიენტების შესახებ საჭიროებების გამოსავლენად ინფორმაციის შეგროვება;
- არსებული მომხმარებლებისგან გაყიდვების გაზრდა, გეოგრაფიის გაფართოება, დამატებითი პროდუქციის გაყიდვა სატელეფონო კომუნიკაციის, პრეზენტაციების, შეხვედრების საშუალებით;
- არსებული მომხმარებლებისგან კომპლექსურ მომსახურებაზე განაცხადების მიღება, კომპლექსური მომსახურების ხარჯთაღრიცხვის გამოთვლა, ინფორმაციის გადაცემა სასტუმროებში, განხორციელების კონტროლი;
- ტენდერებში მონაწილეობის მისაღებად ხარჯთაღრიცხვების გაანგარიშება;
- დოკუმენტაციასთან მუშაობა - თანამშრომლობის პირობების შეცვლის ან დამატების შემთხვევაში ხელშეკრულებების გაფორმება და განახლება, ქსელის ახალი სასტუმროების დამატებასთან დაკავშირებით დამატებითი ხელშეკრულებების გაფორმება, დოკუმენტების ნაკადის შენარჩუნება და კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- გაყიდვების მიმართულების კარიერულად განვითარების და წინსვლის ინტერესი;
- Microsoft office-ის ცოდნა
- პირობნული თვისებები:
- კომუნიკაბელური;
- აქტიური;
- სხარტი;
- თავაზიანი;
- დროის მართვის უნარი
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@reikartz.ge . გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.