საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჩვენს შესახებ

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა www.gcci.ge წარმოადგენს ქვეყნის ყველაზე მსხვილ ბიზნეს გაერთიანებას. პალატა განსაკუთრებით აქტიურია საერთაშორისო დონეზე, მას გააჩნია ფართო საერთაშორისო კავშირები და წარმოადგენს პალატების საერთაშორისო ქსელის განუყოფელ ნაწილს. პალატას გაფორმებული აქვს ასზე მეტი მემორანდუმი სხვადასხვა ქვეყნის, როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონულ პალატებსა და სხვა სახის ბიზნეს გაერთიანებებთან. აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად პალატა წარმოადგენს ადგილობრივი მეწარმეებისთის საზღვარგარეთ ბიზნეს პარტნიორის მოძიების ყველაზე ეფექტურ მექანიზმს, აყალიბებს ბიზნეს წრეებს შორის საქმიან ურთიერთობებს და ხელს უწყობს კერძო სექტორის წარმომადგენლებს ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებაში.

 

ვაკანსიის შესახებ

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აცხადებს ვაკანსიებს სპეციალისტის პოზიციაზე (2 პოზიცია)

 

სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00 – 19:00 საათი

მდებარეობა: თბილისი, ორთაჭალა

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე დარიცხული

ანაზღაურება: 1,573.00 (დასაბეგრი თანხა)

 

თუ გაქვს:

  • დაგეგმის და ორგანიზების უნარი;
  • პრეზენტირების უნარი;
  • დროის ეფექტურად დაგეგმის უნარი;
  • პრობლემების დროულად და ინდივიდუალურად გადაჭრის უნარი

 

მიღებული გაქვს უმაღლესი განათლება და ასევე გაქვს ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება

ფლობ: ინგლისურ ენას და Microsoft Office

 

შენი ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები იქნება პალატის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართულობა, რაც გულისხმობს:

  • პროექტებში აქტიურ ჩართულობას;
  • ბიზნეს-ფორუმების დაგეგმა-ორგანიზებას;
  • შემოსულ კორესპონდეციაზე პასუხის მომზადებას;
  • ორმხრივი შეხვედრების ორგანიზებას ქართულ და უცხოურ კომპანიებს შორის;
  • პალატის წევრებისთვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის პალატის მომსახურებების გაცნობა;

 

შერჩევის ეტაპები

  • რეზიუმეს გადარჩევა;
  • გასაუბრება (მათ შორის იქნება კითხვები ინგლისურად).

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@gcci.ge, დანიშნულებაში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „სპეციალისტი“. განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 30 აპრილი.

 

საქართველოს სავაჭრო- სამრეწველო პალატა მხარს უჭერს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებსა და სამუშაო ადგილზე თანასწორობის პრინციპს. გადაწყვეტილების მიღება ხდება აპლიკანტის კვალიფიკაციაზე დაყრდნობით და არა რასის, კანის ფერის, ნაციონალობის, რელიგიის, გენდერის ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ოჯახური მდგომარეობის ან რაიმე სხვა მაჩვენებლის მიხედვით, საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.