სამუშაოს შემსრულებლის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:
• “Erudio”-ს მარკეტინგულ აქტივობებში ჩართვა.
• კომპანიასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პიარ კომუნიკაციაში მონაწილეობის მიღება.
• მომხმარებლის სამიზნე ჯგუფების ანალიზში მონაწილეობის მიღება.
• მარკეტინგული საკომუნიკაციო არხების შესახებ შემუშავებული სტრატეგიის კონტროლში ჩართულობა.
• საჭიროების შესაბამისად სამიზნე ბაზრის მარკეტინგულ კვლევასა და კვლევის შედეგების ანალიზში მონაწილეობის მიღება.
• პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან საჭიროებისამებრ.
ცოდნა-გამოცდილება:
• (MS Office) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
• მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
• ინგლისური ენის ფლობა ზეპირი და წერითი კომუნიკაციის დონეზე.
უნარები:
• ამოცანის ანალიზის, კრიტიკული შეფასების, საკვანძო და პრობლემური საკითხების დადგენის და მათი გადაწყვეტის უნარი;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• ანალიტიკური აზროვნების უნარი;
• დროის ეფექტურად მართვა;
• გუნდური მუშაობის უნარი;
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00-19:00
ანაზღაურება განიხილება ინდივიდუალურად, კომპეტენციებიდან და სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე.
თანამშრომლობის შემთხვევაში “ერუდიო” იზრუნებს სტაჟიორის პიროვნულ ზრდასა და განვითარებაზე და უზრუნველყოფს მას საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნოთ - career@loialte.com.ge