საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ვაკანსია: Sales Assistant-Digital Institute
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 19/04/2023 - 30/04/2023

Digital Institute კავკასიის რეგიონში მოწინავე IT აკადემიაა, სადაც ნებისმიერ ადამიანს
შეუძლია ისწავლოს პროგრამირება ინოვაციური სასწავლო მოდელით. ჩვენი გუნდი
დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ლექტორებისგან, რომელთაც ნამუშევარი
აქვთ მსოფლიოს წამყვან კომპანიებში: Microsoft, Google, Tesla, Toptal და სხვა.
ამჟამად ვეძებთ Sales Assistant-ს. შენ იქნები ხარისხზე ორიენტირებული გუნდის წევრი,
რომელიც ქმნის საუკეთესო პროდუქტს ციფრული განათლების მიმართულებით.
გაიგე მეტი ჩვენზე: digitalinstitute.ge
ჩვენ გთავაზობთ:
 მორგებულ სამუშაო გრაფიკს (ფიზიკურად Axis Towers-ის ბიზნეს ცენტრში);
 მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
 განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობა;
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქტის/კატეგორიის ბაზრის სიღრმისეულად შესწავლა და ანალიზი
** ახალი კლიენტების და გასაღების ბაზრის მოძიება
** არსებული კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება-გაღრმავება
** საწყობში არსებული პროდუქციის სწრაფი გაყიდვა
** შესრულებული სამუშაოს ანგარიშგება
** პროდუქციის რეალიზაციისთვის დამატებითი დავალებების შესრულება
პიროვნული თვისებები და უნარები: 
** ანალიტიკური უნარები;
** მოლაპარაკებების წარმოების და დარწმუნების უნარი.
** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებისადმი დაკვირვებული;
** ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ
ფოსტაზე - talent@digitalinstitute.ge  და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის
დასახელება - „Sales Assistant”.