აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network Limited- ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია Moore Abc, რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში, რომელსაც მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე აუდიტის დეპარტამენტში. (www.moore-georgia.ge)
აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network LImited- - წარმოდგენილია 112 ქვეყანაში 600-ზე მეტი ოფისით და 30,000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური შემოსავალი შეადგენს 3.06 მილიარდი აშშ დოლარს (www.moore-global.com).
აუდიტის სტაჟიორი
თუ შენ:
- ხარ პროაქტიული
- გამოწვევებით სავსე გარემოში გსურს მუშაობა
- გიყვარს სწავლა და იღწვი მუდმივი განვითარებისაკენ
- მიისწრაფი ყოველდღიური პროფესიული ზრდისკენ
- მომართული ხარ ახალი იდეების განხორციელებისკენ
- ჩვენ გასწავლით როგორ მიაღწიოთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს!
ჩვენ გთავაზობთ:
- მზარდ ანაზღაურებას;
- უწყვეტ პროფესიონალურ ტრენინგებს;
- პიროვნული განვითარებისა და სწრაფი სწრაფი კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს, სადაც გუნდური მუშაობა და იდეების გაზიარება არის წახალისებული;
- ახლო სამუშაო კონტაქტს კლიენტებთან და უფროს აუდიტორებთან კარიერის ადრეული პერიოდიდან;
- მხარდაჭერას, მიიღოთ საერთაშორისოდ აღიარებული ACCA ან სხვა მსგავსი კვალიფიკაცია.
ძირითადი მოვალეობები:
- აუდიტის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით აუდიტის ჩაატარება;
- აუდიტის გეგმით განსაზღვრული დავალებების შესრულება;
- აუდიტთან დაკავშირებული სამუშაო დოკუმენტების შექმნა და შენახვა;
- განსაზღვრული დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება;
- აუდიტის ჯგუფის წევრებისა და აუდიტის მენეჯერისათვის აუდიტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
- ქართული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
- ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის საფუძვლების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
- მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- სწრაფად ათვისების უნარი
- ინტერესი ბუღალტერიის/ფინანსების/აუდიტის სფეროში
- ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი
- კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი
- ყურადღება დეტალების მიმართ
- კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
დამატებითი ინფორმაცია:
- სრული სამუშაო განაკვეთი (შესაძლებელია სამუშაო განაკვეთში უნივერსისტეტის გრაფიკის შეთავსება)
- სამუშაო საათები: 09:30 – 18:30
- სტაჟირების პერიოდი 3-დან - 6 თვემდე
- შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრების და ტესტირების ეტაპებს
- სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორი დასაქმდება აუდიტორის ასისტენტის პოზიციაზე
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილი (სასურველია) 2023 წლის 30 აპრილამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@moore.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ თანამდებობის დასახელება „აუდიტის სტაჟიორი“.