საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვაკანსიის დასახელება : დაზღვევის მენეჯერი

 

მდებარეობა : თბილისი, ფანჯიკიძის #1

 

დასაქმების ფორმა : ანაზღაურებადი სტაჟირება

 

კომპანიის მოკლე აღწერა: „აი ჯი ჯი“ ქართულ ბაზარზე ოპერირებს 2017 წლიდან, მისი მენეჯმენტი სადაზღვევო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კადრებითაა დაკომპლექტებული.

 

„აი-ჯი-ჯი“ მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან და აუცილებელი დაფარვებით შექმნილ სადაზღვევო პოლისებს. ქონების, ავტომობილებისა და ტვირთების დაზღვევის კომპონენტში კომპანია სარგებლობს სავალდებულო გადაზღვევის ხელშეკრულებით AA- რეიტინგის მქონე მსოფლიოში უმსვილეს გადამზღვეველ კომპანიებთან Scor (www.scor.com), Hannover Re (www.hannover-re.com); აგრო დაზღვევის კუთხით „აი ჯი ჯის“ გადამზღვეველია Munich Re (www.munichre.com).

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა, სადაზღვევო პროდუქტების/ მომსახურების შეთავაზება; 
  • მომხმარებლის მოთხოვნების, საჭიროებების დადგენა-დაზუსტება და მისთვის ოპტიმალური სადაზღვევო პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება, პროდუქტის მახასიათებლების და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
  • სადაზღვევო ხელშეკრულებების დადება პოტენციურ მომხმარებლებთან;
  • გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხევაში მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება; 
  • გაყიდვების გეგმის განხორციელება განსაზღვრულ ვადაში; 
  • არსებული მომხარებლებისათვის  სადაზღვევო პაკეტის განახლების შეთავაზება და კომპანიისადმი ლოიალობის შენარჩუნებაზე ზრუნვა; 
  • გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სრული ან არასრული უმაღლესი განათლება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა MICROSOFT OFFICE, MICROSOFT WORD, MICROSOFT EXCEL;
  • გაყიდვების / მომსახურეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

 

პიროვნული მახასითებლები:

  • სხარტი აზროვნების უნარი; 
  • სწრაფი, მოქნილი მოქმედების უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;  
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი; 
  • პრობლემური და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.

 

დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაო განრიგი: სრული, სტუდენტებზე მორგებული
  • სტაჟირების შემთხვევაში მისი ხანგრძლივობა: 6 თვემდე
  • ანაზღაურება: შეთანხმებით

 

დასაქმების შემთხვევაში რას  სთავაზობთ: კონკურენტუნარიან გარემოს და შესაბამისად, კვალიფიციური კადრის ჩამოყალიბებას, მუდმივი განვითარების პერსპექტივას როგორც იერარქიულად, ისე ფინანსურად.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:tkvinikadze@myigg.ge

 

შერჩევის ვადები: 07.04.2023 (ბოლო ვადა)