საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

BDO Digital არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-ს ციფრული სერვისების ბრენდი, რომელიც აერთიანებს BDO-ს ტექნოლოგიური მომსახურებების და პროდუქტების სრულ სპექტრს. BDO-ს ციფრული მიმართულება 2004 წლიდან ბიზნესს ციფრული ტრანსფორმაციის სრულ საკონსულტაციო მომსახურებას და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს სთავაზობს. გუნდი 100-მდე გამოცდილ თანამშრომელს აერთიანებს, მათ შორის მონაცემთა მეცნიერებს, პროგრამისტებს, კიბერუსაფრთხოების სერტიფიცირებულ ოფიცრებსა და ინდუსტრიის სხვა სპეციალისტებს.

 

BDO Digital-ის გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს, მუდმივ სწავლებასა და განვითარებას.

 

ვაკანსიის დასახელება   ანაზღაურებადი სტაჟირება - ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი

ადგილმდებარეობა     ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი

ხანგრძლივობა        6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში

სამუშაო საათები    სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი აღწერა

 

ფუნქცია/მოვალეობები

• ERP პროგრამული პროდუქტის, ლიცენზიების და დამატებითი კომპონენტების (Driver Dll) ინსტალაცია

• სავაჭრო მოწყობილობების აწყობა/გამართვა

• პრობლემის ტექნიკურ დიაგნოსტიკასა და ანალიზში მონაწილეობის მიღება

• გამოვლენილი პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება და დასკვნითი დოკუმენტაციის შედგენა

• ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, კლიენტებთან კომუნიკაცია სავაჭრო და მობილური მოწყობილობების შესახებ რეკომენდაციების გაცემის კუთხით

• სამუშაოების შესრულების პროცესში საპროექტო ჯგუფთან და კლიენტთან კომუნიკაცია

• სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით (განიხილებიან მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებიც)

• პროგრამირების და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის საბაზისო დონეზე ცოდნა

• ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

• MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა

• ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება

• გუნდურად მუშაობის უნარი

• ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი

 

ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს: ტესტირება გასაუბრება დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან გაგვიზიაროთ Linkedin-ის პროფილი hr@bdo.ge. გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „ანაზღაურებადი სტაჟირება - ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 09.04.2023

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს 5 წლის ვადით. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.

 

ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.