პოზიციის დასახელება - სატელეფონო ცენტრის უფროსი სპეციალისტი (სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ სერვისების მიმართულებით)
კონკურსის ტიპი - ღია კონკურსი
ორგანიზაცია სსიპ - იუსტიციის სახლი
კატეგორია - მომსახურება
განცხადების ბოლო ვადა 06.04.2023
თანამდებობრივი სარგო: 1573 ლარი
ადგილების რაოდენობა 10
სამსახურის ადგილმდებარეობა თბილისი
სამუშაოს ტიპი სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა 6 თვე
ფუნქციები
• სსიპ „იუსტიციის სახლის“ მომხმარებელთა მოთხოვნების განსაზღვრა, მათთვის სათანადო სატელეფონო/ონლაინ კონსულტაციის (ონლაინ-ჩეთი, ოფიციალური Facebook-ი) გაწევა ან საჭიროებისამებრ გადამისამართება;
• სსიპ „იუსტიციის სახლის“ ოფიციალურ Facebook გვერდზე შემოსულ შეკითხვებზე დროული და ადეკვატური პასუხების მომზადება და გაგზავნა;
• უფლებამოსილი ორგანიზაციების, შესაბამისი სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, დაინტერესებული პირებისათვის განმარტება;
• რთული შემთხვევების აღრიცხვა და გასარკვევი საკითხის მიწოდება სატელეფონო ცენტრის კოორდინატორისთვის/უფროსისთვის;
• საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება, პროდუქტებისა და სიახლეების შეთავაზება მომხმარებლისთვის;
• მომხმარებელთა კმაყოფილების გაზრდის მიზნით, მათი მხრიდან დაფიქსირებული მოსაზრებების მიღებული წესით დარეგისტრირება და უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
• სათანადო მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
• უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება, მომსახურების პროცესში წამოჭრილი პრობლემების შესახებ;
• უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება, ყველა იმ საკითხზე, რომელმაც შესაძლოა იმოქმედოს ორგანიზაციის რეპუტაციაზე;
• სსიპ „იუსტიციის სახლში“ მომსახურების პროცესთან დაკავშირებულ, დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებში ჩართულობა;
• მომსახურების პროცესისათვის აუცილებელი, ინვენტარისა და საკანცელარიო ნივთების, მარაგის ამოწურვის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
• დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემით შემოსული კორესპონდენციის გაცნობა და შესაბამისი რეაგირება;
• უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები
მინიმალური განათლება - ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება - 1 წელი
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული