ვაკანსია:
განცხადებების ვებ-გვერდი Auto.ge აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზების ოპერატორის პოზიციაზე
კატეგორია:
ვაკანსია/სტაჟირება
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი:
22/03/2023 - 09/04/2023
ჩვენ არ ვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას და გაძლევთ შანსს, რომ კარიერის შექმნა ჩვენს კომპანიაში დაიწყოთ.
სამუშაოს აღწერა:
- უკვე არსებულ მომხმარებლებთან კომუნიკაცია.
- კლიენტებისთვის/მომხმარებლებისთვის ტექნიკური დახმარება;
- ვებ-გვერდზე განცხადებების განთავსება, კორექტირება.
- ვებ-გვერდის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Word, Excel, Outlook, Internet);
- ენების ცოდნა: ქართული (მშობლიური)
პიროვნული თვისებები:
- აქტიურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- კარგი პრეზენტაციის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- სირთულეების დაძლევის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- საქმეზე ორიენტირებულობა.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და დაინტერესდით გამოცხადებული ვაკანსიით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ. ფოსტის მისამართზე: info@auto.ge
გისურვებთ წარმატებებს!