საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის  უზრუნველყოფა.

 

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს წყლის დანაკარგების დადგენის სპეციალისტის პოზიციაზე. 

 

ძირითადი მოვალეობები

  • წყალმომარაგების ქსელში ფარული დანაკარგების დადგენა, წნევების და ხარჯების მონიტორინგი;
  • ფარული დაზიანებების მოძებნა სპეციალური საძიებო აპარატურის გამოყენებით;
  • მონაცემების დროული აღება და მათი ანალიზი;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება, სასურველია წყალმომარაგების განხრით;
  • სასურველია მზგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • ტექნიკის ექსპლოატაციისა და შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა;
  • მართვის მოწმობა B კატეგორია
  • აუცილებელი უნარ-ჩვევები
  • სტრესულ სიტუაციებში ადეკვატური მოქმედების და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვის, კორდინაციის, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
  • გუნდურობა და კოლეგიალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge  არა უგვიანეს 2023 წლის  24 მარტისა.

 

გთხოვთ,  საგანში ("subject")  მიუთითოთ პოზიცია,  რომელზეც აგზავნით განაცხადს წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

 

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.