საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 24/02/2023 - 07/03/2023

სახელმწიფო შესყიდვების საგენტო აცხადებს სტაჟირებას მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის.

 

დაინტერესებული პირები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

  • ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტი (GPA მაჩვენებელი მინიმუმ 3.0,ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%);
  • ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის კურსდამთავრებული (GPA მაჩვენებელი მინიმუმ 3.0,ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%);
  • იურიდიული ან ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი

 

სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით.

 

რეგისტრაცია გაგრძელდება 7 მარტამდე.

 

რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა : https://docs.google.com/forms/d/1akC4TiWzqOAuxUKokBd5yzrY17SdNE6NAx_v7sCFkyc/edit