საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვაკანსიის აღწერა

შპს „ლაქტალის ჯორჯია“ (LACTALIS ჯგუფის წევრი – https://lactalis.com.ge/ ფრანგული ჯგუფი, მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში) რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილი ბრენდებს, როგორებიცაა: „სანტე“, „სანტინო“, „სანტისიმო“,“სანებო“, ,,President”, ,,Galbani”, ,,Parmalat“. აცხადებს ვაკანსიას შპს „ლაქტალის ჯორჯია“-ში უმცროსი ბრენდ მენეჯერის თანამდებობაზე:

პოზიციის სახელწოდება : უმცროსი ბრენდ მენეჯერი.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ;

განაკვეთი: სრული;

ანაზღაურება: 1000 ლარი ხელზე ასაღები + ბონუსი;

სამუშაო განრიგი: 09:30 -17:30 (შაბათ – კვირა დასვენება) პარასკევი (დისტანციურად მუშაობის საშუალება).

 

ფუნქცია – მოვალეობები:

ბრენდის/კატეგორიის/პროდუქტის სტრატეგიების განსაზღვრასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება უშუალო ხელმძღვანელთან კოორდინაციით; ბრენდების მიზნებიდან და სტრატეგიიდან გამომდინარე მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება უშუალო ხელმძღვანელთან ერთად;

ბრენდის მიზნებიდან და სტრატეგიიდან გამომდინარე ასორტიმენტის გაფართოებაზე ზრუნვა და ინიცირებული ინოვაციების დროული და ეფექტური ლონჩის მენეჯმენტი უშუალო ხელმძღვანელთან ერთად;

ბრენდის ხარისხზე ზრუნვა;

სადისტრიბუციო ქსელების პერიოდული ანალიზი და აუდიტი;

ბრენდის საბაზრო წილის გაზრდაზე ზრუნვა;

 

მოთხოვნები და უნარ – ჩვევები:

განათლება: მარკეტინგი, ბიზნესი, მენეჯმენტი – დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ახალდამთავრებული;

არ ეშინია გამოწვევების და სიახლეების; ორიენტირებული განვითარებაზე;

ენები: ინგლისური ენა, რუსული ენა (სასურველია)

კომუნიკაბელურობა და გუნდურობა.

 

გაცნობებთ, შპს „ლაქტალის ჯორჯია“-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით:

პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით;

უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე;

 

დაინტერესებულმა პირებმა, აღნიშნულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, უნდა შეავსოთ ქვემოთ მოყვანილი ველები, ასევე შეგიძლიათ წარმოადგინოთ CV ელ-ფოსტაზე hr@ge.lactalis.com, გთხოვთ ელ. წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება – „უმცროსი ბრენდ მენეჯერი“ ან დარეკოთ ნომერზე 591 12 83 61.

 

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებას!