საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 06/02/2023 - 26/02/2023

პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული ინოვაციების დარგში მოღვაწე კომპანია ვაბაკო ეძებს უმცროს HR სპეციალისტს, რომელიც შეასრულებს მნიშვნელოვან როლს კომპანიის კორპორატიული კულტურის გაძლიერებაში

 

გთავაზობთ კრეატიულ, მეგობრულ და დინამიურ გარემოში პოტენციალის გამოვლენას, სადაც ჯანსაღი ინიციატივა და საქმის მაღალი ხარისხით შესრულება აუცილებლად ფასდება.

 

ძირითადი სამუშაო:

  • თანამშრომელთა მოტივაციის ასამაღლებელი ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება;
  • კორპორატიული კულტურის გაძლიერების მიზნით თიმბილდინგების ღონისძიებების ინიცირება და ორგანიზება;
  • თანამშრომლეთა კმაყოფილების კვლევის ორგანიზება;
  • პოზიტიური სამუშაო გარემოს შექმნაში ხელშეწყობა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სოციალურ მეცნიერებებში ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; ( მე-4 კურსის სტუდენტებიც);
  • აუცილებელია ადამიანური რესურსების მიმართულებით მცირე სამუშაო გამოცდილება ან სტაჟირება;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

 

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა- გაუმჯობესებული პაკეტი, რომელსაც თანადაფინანსების გარეშე, კომპანია სრულად ანაზღაურებს.
  • პროფესიული განვითარებისა და ზრდის შესაძლებლობა.
  • კორპორატიული ღონისძიებები და მამოტივირებელი აქტივობები.
  • თანამედროვე და კეთილმოწყობილი ოფისი.

 

ვაბაკოში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ვაბაკოს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: Junior HR Specialist