სს „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულება, SME Business Intelligence დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას SME ანალიზის და რეპორტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება განსაზღვრული პერიოდულობით;
- არსებული რეპორტების ფორმების გაუმჯობესება/ახალი ფორმების შექმნა;
- კლიენტების და პროდუქტების ჭრილში სხვადასხვა სახის ანალიზის წარმოება;
- სტატისტიკური მონაცემების ანალიზის საფუძველზე საყურადღებო ტენდენციების გამოკვეთა, პრობლემის იდენტიფიცირება, შესაბამისი დასკვნების/რეკომენდაციების მომზადება;
- დეპარტამენტის შედეების ყოველთვიური აღრიცხვა პროდუქტების, მიმართულებების, სეგმენტების, ს/ც-ებისა და თანამშრომლების ჭრილში;
- დეპარტამენტის ფინანსური მონაცემების აღრიცხვა, ანგარიშგება და ანალიზი;
- მომხმარებელთა დიჯიტალიზაციის მიმართულებით შედეგების გაუმჯობესებაზე ზრუნვა, მონაცემთა ანალიზი, დასკვნების/რეკომენდაციების მომზადება და იმპლემენტაციაში ჩართულობა;
- მომხმარებელთა და თანამშრომელთა კმაყოფილების შედეგების პერიოდული მონიტორინგი, ანალიზი, პრობლემების იდენტიფიკაცია, დასკვნების/რეკომენდაციების მომზადება და იმპლემენტაციაში ჩართულობა;
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი, ბაკალავრი-ფინანსები/ეკონომიკა/საბანკო საქმე/ბიზნესის ადმინისტრირება;
სავალდებულო ცოდნა და უნარები:
· ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
· ინგლისური ენის ცოდნა;
· Excel და PowerPoint მაღალ დონეზე ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 29 იანვარი, 2023.