„მიმინო კავკასიაში“ შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით აქტიურად ოპერირებს ბაზარზე უკვე 10+ წელია და მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან ტურისტულ პაკეტებს, მათ შორის კომბინირებულ ტურებს კავკასიის რეგიონის მასშტაბით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პარტნიორი კომპანიების მოძიება და მათთან მოლაპარაკებების წარმოება;
- საზღვარგარეთ ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის მიღება;
- პარტნიორის მოთხოვნებისა და მოლოდინების სწორად იდენტიფიცირება, მოთხოვნის დამუშავება და პროდუქტების განყოფილებასთან მუდმივი კოორდინაცია;
- ბაზრის განსავითარებლად საჭირო ინიციატივების გამოჩენა (სერვისთან თუ პროდუქტთან მიმართებაში) და გეგმა-სტრატეგიის დასახვა შედეგების მისაღწევად;
ძირითადი მოლოდინები აპლიკანტის მიმართ:
- პრიორიტეტულია 3- 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება გიდის, ან შემომყვანი ტურ-მენეჯერის პოზიციაზე;
- აუცილებელია გერმანული ენის სრულყოფილად, მაღალ დონეზე ცოდნა;
- გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული;
- ინიციატივიანი;
- გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
რას გთავაზობთ ჩვენ:
- კონკურენტუნარიანი ანაზღაურება ყოველწლიური გაუმჯობესებით;
- ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
- საკომუნიკაციო ხარჯები - ულიმიტო;
- სხვადასხვა სახის აქტივობები გუნდის შესაკავშირებლად (Team Building Activities);
- შვებულების 28 დღე;
- პროფესიული ზრდა - პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ტრენინგ კურსები, მოწვეულ ტრენერებთნ ერთად;
თუკი დარწმუნებული ხართ, რომ ტურიზმი თქვენი სფეროა და ეფექტური კომუნიკაცია თქვენი ძლიერი მხარე, მოუთმენლად ველოდებით თქვენს გაცნობას: vacancy@miminotravel.com
მადლობა ჩვენი გუნდის წევრობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!