საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო IT კომპანია FINA2.NET აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და  სასურველი უნარ-ჩვევები: 

- ინგლისური ენის ცოდნა - მინიმუმ B2 დონეზე (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);

- გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება;

- MS office-ისა და Google-App ხელსაწყოების ცოდნა;

- IT სფეროში გამოცდილების ქონა ჩაითვლება უპირატესობად;

- სასურველია განათლება ბიზნესში ან მასთან მომიჯნავე სფეროებში;

- კარგი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

- პრეზენტაციის უნარი;

- ორგანიზებულობა და დროის სწორი მენეჯმენტის უნარი;

- მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;

 

მოვალეობები:

- Microsoft-ის პროდუქტების/სერვისების გაყიდვების დაგეგმვა და განხორციელება;

- პოტენციურ კლიენტთა ბაზების შექმნა და მუდმივი განახლება;

- სატელეფონო ზარების განხორციელება პოტენციურ კლიენტებთან;

- კომპანიების მოზიდვა და მათთვის ინფორმაციის მიწოდება Microsoft -ის სერვისის/პროდუქტის შესახებ;

- გაყიდვების სტატისტიკის რეგულარული წარმოება და ანგარიშის მომზადება;

 

სამუშაო გრაფიკი: 40 საათი კვირაში.(დასაქმებულს შეუძლია თავად გადაანაწილოს სამუშაო დრო კომპანიასთან შეთანხმებით.) 

 

ჩვენ გთავაზობთ:

- გაყიდვებიდან ბონუსს;

- შიდა და გარე ტრენინგებში მონაწილეობას;

- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;

- თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლას;

- კვალიფიციურ გუნდთან მუშაობას.

 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი საიტი: www.fina2.net 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა

 

გისურვებთ წარმატებას!