საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

“გორგია” ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო-სარემონტო მასალების
ჰიპერმარკეტების ქსელია, რომელიც წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში,
ზუგდიდში, თელავსა და ბათუმში.

კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში
იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. “გორგიას” მიერ იმპორტირებული
პროდუქციის რეალიზაცია ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და
ყაზახეთში.

“გორგია” აცხადებს 3 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას ადამიანური რესურსების მართვის
დეპარტამენტში, თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

  • კანდიდატების დაბარება გასაუბრებაზე;
  • გასაუბრებების დაგეგმვის უზრუნველყოფა;
  • სამუშაო აღწერების შედგენაში მონაწილების მიღება;
  • სხვადასხვა ტიპის მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
  • ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი (სატელეფონო/წერილობითი);
  • დროის ეფექტურად გამოყენების უნარი.

მისამართი: წერეთლის #140
Tel: 0322 960 960
E-mail: recruit@gorgia.ge
Web: www.gorgia.ge

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში:

  • გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).

გისურვებთ წარმატებებს!