Nexia TA საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის – Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში. Nexia-ს ქსელი, რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას, წარმოდგენილია მსოფლიოს 122 ქვეყანაში 720-ზე მეტი ოფისით და წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოშიც 2014 წლიდან. Nexia TA აერთიანებს 300-მდე პროფესიონალს და 500-მდე კლიენტს რომლებიც ყოველდღე ადგილზე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia TA-ს ცოცხალი და დინამიური გუნდი ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებით და ცოდნით.
Nexia TA აცხადებს სტაჟირებას ბიზნეს საკონსულტაციო დეპარტამენტში - CFO ს მიმართულებით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის ყოველთვიური უწყისების მოგროვება;
- მიღებული შედეგების ხელმძღვანელთან განხილვა;
- არსებული ხარჯების მიმდინარე ანალიზი;
- კოეფიციენტების (ე.წ. “რეიშოუ”) ანალიზი;
- ხელმძღვანელთან ერთად კონკრეტული პროდუქტების/პროექტების ფინანსური მომგებიანობის ანალიზი.
ვაკანსიის მოთხოვნები:
- ფინანსების/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით მესამე ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- Excel-ის ცოდნა;
- ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე/CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge
წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „სტაჟირება ბიზნეს საკონსულტაციო დეპარტამენტში".
გისურვებთ წარმატებებს!